ლაგოდეხში 5 წლის მოზარდს ავტომანქანა დაეჯახა. ამის შესახებ
ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შსს-ს ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდქესის
276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ბოლო ინფორმაციით, მოზარდი კლინიკაში გადაიყვანეს.