მაშველებმა ფშავში, სტიქიის ზონაში დაკარგული ტურისტის ცხედარი იპოვეს
მაშველებმა ფშავში, სტიქიის ზონაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ღვარცოფში მოტოციკლით გაუჩინარებული უცხო ქვეყნის მოქალაქის ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საძიებო სამუშაოები შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო.

„პროცესში უმოკლეს დროში ჩაერთო სტიქიის ზონაში მომუშავე სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები, რომელთა მიერ, რთული რელიეფის და ადიდებული მდინარის მიუხედავად, მოხდა მდინარე არაგვის წყლის ზედაპირის და სანაპირო ზოლის დათვალიერება. მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში, სამსახურის თანამშრომლებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს“,
– აცხადებს საგანგებო.

წყარო: პუბლიკა




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები