ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში ნატო-ს სამიტზე გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად მადრიდში ნატო-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.

საქართველოს მთავრობის მეთაური სამიტზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიიწვია.

მადრიდში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებსაც გამართავს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე იმყოფებიან.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები