ჩეხეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
ჩეხეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. საფრანგეთისგან სტატუსის ფორმალური გადაცემის ცერემონიალი მადრიდში, NATO-ს სამიტზე, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და ჩეხეთის პრემიერმინისტრ მაგდალენა ანდერსონს შორის გაიმართა.

ჩეხეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა 6 თვის მანძილზე იქნება.

თავმჯდომარე ქვეყნის უფლებამოსილება საბჭოს მუშაობის ორგანიზება, მისი ამოცანების შესრულების ზედამხედველობა და წევრ სახელმწიფოებს შორის შუამავალი ქვეყნის ფუნქციის შესრულებაა.

წყარო: tabula.ge
Print