სასამართლომ დისკრიმინაციად მიიჩნია მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ადგილობრივი ეპარქიის დაფინანსება
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ბათილადცნო და დისკრიმინაციად მიიჩნია მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ადგილობრივი ეპარქიის დაფინანსება. ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ფეისბუკზე ავრცელებს. საქმე ეხება, 2019 წელს დაწყებულ დავას, რომლის მოსარჩელეები მარნეულელი აქტივისტი სამირა ბაირამოვა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ თავმჯდომარე, შეიხ მირტაგი ასადოვი არიან. რადიო მარნეულთან საუბრისას სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი და ამ საქმეში ადვოკატი თათია კაჭარავა ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს ნორმა გულისხმობდა მუნიციპალიტეტში არსებული ნებისმიერი კონფენსიის წარმომადგენლისთვის, მათი საქმიანობის განსავითარებლად თანხების გამოყოფას, მუნიციპალიტეტი სრულ თანხას მხოლოდ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიას გადასცემდა.

„ჩვენ ვდაობდით მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ ნორმის ბათილობას და დისკრიმინაციის დადგენას, რაც შეეხებოდა რელიგური საქმიანობისთვის გამოყოფილი თანხების აფსოლუტური, 100% სრულად მხოლოდ ერთი კონფენსიისთვის მიკუთვნებას. ასეთი პრაქტიკა წლების განმავლობაში აქვს მუნიციპალიტეტს. ყველწლიურად ახალი აქტი გამოდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების სახით, რომელიც ამტკიცებს ყოველი წლის ბიუჯეტს. ასე გამოვიდა 2018-შიც, 2019-შც, 2020-შიც და 2022 შიც. მიუხედავად იმისა, რომ სარჩელი არსებობდა, არ იცვლებოდა ამ საკითხისადმი მიდგომა. ყოველწლიურად სრული თანხა ერთნაირად მიაკუთვნებდნენ ჰუჯაბის ეპარქიას. 2010, 2021 და 2022 წლის მონაცემებით ეს თანხა შეადგენდა 400 000 ლარს. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ეს იყო პირდაპირი დისკრიმინაცია რელიგიის ნიშნით. არ არსებობდა რაიმე გამართლება ამ გადაწყვეტილებიდან. ზოგადად, რელიგიის ნიშნით დისკრიმინაცია არის ძალიან მწვავე საკითხი. ცალსახაა, რომ ეს იყო პირდაპირი დისკრიმინაცია. ისინი საუბრობენ მართმადიდებლური კომფენსიის განსაკუთრებულ როლზე ჩვენს სახელმწიფოში, რაც სადაო არ არის, ამაზე ჩვენ არ ვდაობთ. მათ არ ესმით ეს განსაკუთრებული როლი არ ანიჭებს სახელმწიფოს უფლებას რომ დაარღვიოს საერო მმართველობის პრინციპი და მხოლოდ ერთ კომფენსიას გაუწიოს ფინანსური მხარდაჭერა“ - ამბობს სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი, თათია კაჭარავა.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი არა მარტო მუსლიმი თემისთვის, არამედ სხვა კონფენსიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მრავლად არიან მუნიციპალიტეტში. რადიო "მარნეულმა" საკითხი ადგილობრივ თვითმმართველობაში მოიკითხა. როგორც მერიაში განმარტავენ, სასამართლოს გადაწყვეტილების გაზიარებას არ აპირებენ და შემდეგ ინსტანციებში გაასაჩივრებენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები