დიდ დიღომში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს
დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, ასაკოვანი ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა არასწორად დამონტაჟებული წყლის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

ცხედრები სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print