სერგეი ლავროვის განცხადებით, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი ვაშინგტონის მხრიდან ჩინეთის გაღიზიანების მიზანმიმართული მცდელობაა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თქმით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი ვაშინგტონის მხრიდან მიზანმიმართული მცდელობაა, რომ ჩინეთი გააღიზიანოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ასეთი მოულოდნელი გაღიზიანების წარმოქმნისთვის, მე მიზეზს ვერ ვხედავ, რადგან კარგად ვიცი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის ეს რას ნიშნავს“,
- განაცხადა ლავროვმა.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი 2 აგვისტოს ტაივანს ეწვია. აღნიშნულ ვიზიტს პეკინის მხრიდან, ტაივანთან არსებული კონფლიქტის ფონზე, მწვავე რეაქცია მოჰყვა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები