ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ყარაბაღში ამჟამად საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, თუმცა ვითარება უკიდურესად დაძაბულია
ყარაბაღში, დაპირისპირების ზონაში ამჟამად საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, თუმცა ვითარება უკიდურესად დაძაბულია,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

განცხადებას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ მომენტში მთიან ყარაბაღში დაპირისპირების ზონაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, ვითარება მთიანი ყარაღის ხელისუფლების შეფასებით, უკიდურესად დაძაბულია“,
- განაცხადა ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, აუცილებელია მუშაობა დაძაბულობის შემცირების მიმართულებით.

ცნობისთვის, 3 აგვისტოს მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირება განახლდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print