მუხიანში კორპუსის ბინაში ორი ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
გუშინ, 20 სექტემბერს თბილისში, მუხიანის დასახლებაში ორი ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში. არსებული ინფორმაციით, 25 წლამდე ახალგაზრდა კაცებს ბინა ჰქონდათ ნაქირავები.

ცხედრები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. საქმის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის, 115-ე მუხლით დაიწყო - გამოძების საწყის ეტაპზე, როცა დანაშაულის კონკრეტული ნიშნები გამოკვეთილი არ არის, საქმის წარმოება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იწყება.

სხვა დეტალები უცნობია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები