სოხუმის ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები აფხაზების მობილიზაციაზე
იმის მიუხდავად, რომ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყებამ ყალბი უწოდა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცნობას აფხაზების მობილიზაციის შესახებ, აფხაზეთის სამხედრო კომისარმა ბესლან ტარბამ სპუტნიკ-თან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია აფხაზებსაც ეხება, რამდენადაც მოსახლეობის 90%-ზე მეტს რუსეთის მოქალაქეობა აქვს.

21 სექტემბრიდან რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. ამ ეტაპზე, პუტინის განმარტებით, გაწვევა ეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპისთვის რეზერვში იმყოფება ან/და აქვს შესაბამისი სამხედრო გამოცდილება. თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ამბობს, რომ მობილიზაცია 300 000 კაცს შეეხება, თუმცა რუსეთს 25 მლნ ადამიანის მობილიზება შეუძლია.

21 სექტემბერსვე ტელეგრამში გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ნაწილობრივი მობილიზაცია აფხაზებსაც შეეხება:


“ჩვენი 90%-ზე მეტი მოქალაქე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. ჩვენ ეს ვიცით, გვახსოვს და ვამაყობთ ამით. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გზავნილი ჩვენ სწორად აღვიქვით – ის ეხება ჩვენი რესპუბლიკის მოქალაქეებსაც. თუკი ჩვენთანაც საჭირო გახდება ნაწილობრივი მობილიზაცია, და ამის შესახებ პირდაპირ მითითებას მივიღებთ, ბუნებრივია, ამას გავაკეთებთ. ჩვენ მუდამ მზად ვართ, ერთად ვართ და მხარს ვუჭერთ [რუსეთს]”, – განაცხადა ტარბამ სპუტნიკთან.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის უწყებამ და განაცხდა, რომ ტარბას მოსაზრება არ გამოხატავს თავდაცვის უწყების პოზიციას.

ამასთან, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსახლეობას მოუწოდა, არ აყვნენ პანიკას და ნებისმიერი ინფორმაცია ოფიციალური წყაროებიდან მიიღონ.

Print ელ. ფოსტა
თეგები: #abxaziya #georgia
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები