13 წლის შვილიშვილზე სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით ბავშვის ბაბუა დააკავეს
არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის ბრალდებით შიდა ქართლში მამაკაცი დააკავეს.

შემთხვევა შიდა ქართლის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სოფელში მოხდა. 13 წლის მოზარდზე სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით სამართალდამცავებმა ბავშვის პაპა, 50 წელს გადაცილებული პირი დააკავეს.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 138-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის ქმედებას წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.

დაკავებულს ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

შვილიშვილის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით დაკავებულის ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი ბრალს არ აღიარებს.

Print ელ. ფოსტა
თეგები: #georgia #police
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები