აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის აღდგენისთვის 3 მლრდ დოლარი გამოყო
აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე ქალაქებისა და სოფლების ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მლრდ დოლარი გამოყო. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა.

„პოსტკონფლიქტურ პერიოდში გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ქალაქები და სოფლები ნულიდან შენდება. ჩვენ გამოვიყენეთ დაგეგმვის ახალი მეთოდები, როგორიცაა „ჭკვიანი ქალაქები“, „ჭკვიანი სოფლები“. გარდა ამისა, ამ მიზნებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მლრდ დოლარზე მეტი გამოიყო. აზერბაიჯანი მზადაა მომავალში კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია განახორციელოს ამ მიწების აღდგენაში“, - განაცხადა ბაირამოვმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე. მისი გამოსვლა გაეროს ვებგვერდზე გავრცელდა.

2020 წლის სექტემბერში მთიან ყარაბაღში განხორციელებული საომარი მოქმედებების შედეგად, ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონები და აღდამის რეგიონის ნაწილი, რომლებიც მანამდე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კონტროლს ექვემდებარებოდა, აზერბაიჯანს გადაეცა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
თეგები: #azerbaijan #georgia #kharabag
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები