ირკუტსკის ოლქში, სამხედრო აღრიცხვის ოფისში, ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, დაიჭრა სამხედრო კომისარი
რუსეთში, ირკუტსკის ოლქში სამხედრო კომისარ ალექსანდრე ელისეევს ესროლეს. ინფორმაციას რუსული მედია, ირკუტსკის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს.

იგორ კობზევის განცხადებით, ირკუტსკის ოლქის ქალაქ უსტ-ლიმინსკში ახალგაზრდა მამაკაცმა სამხედრო აღრიცხვის ოფისში ცეცხლი გახსნა. გუბერანტორის თქმით, დაიჭრა სამხედრო კომისარი ალექსანდრე ელისეევი, რომელიც რეანიმაციაშია გადაყვანილი. მისის მდგომარეობა მძიმეა.

„გავეცი განკარგულება უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შესახებ. ყველას ვთხოვ შეინარჩუნონ სიმშვიდე“, – დასძინა გუბერნატორმა.

მედიის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

21 სექტემბრიდან რუსეთში, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა.

წყარო: პირველი არხი
Print