„ხელოსნები და მუშები მასობრივად მიდიან საქართველოდან - დაიწყება ქართველების რუსებით ჩანაცვლება“
„ხელოსნები და მუშები მასობრივად მიდიან საქართველოდან - დაიწყება ქართველების რუსებით ჩანაცვლება,“ - ამის შესახებ კომპანია „არსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი როსტომაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

„1 თვეში, როდესაც რუსეთიდან წამოღებული ფული დაუმთავრდებათ, დაიწყებენ სამუშაოს ძებნას, აქედან 90% მიადგება სამშენებლო ობიექტებს... ქართველები მიდიან... დაიწყება ქართველების რუსებით ჩანაცვლება.

საქართველოში, მუშახელის და ხელოსნების ძალიან საერიოზული დეფიციტი იქმნება. სამშენებლო ორგანიზაციებს უჭირთ ობიექტების მუშახელით დაკომპლექტება. ხელოსნები და მუშები მასობრივად მიდიან საქართველოდან სხვა ქვეყნებში.

პარალელურად შემოდიან რუსები. დარწმუნებული ვარ, 1 თვეში, როდესაც დაუმთავრდებათ წამოღებული ფული, დაიწყებენ სამუშაოს ძებნას, აქედან 90% მიადგება სამშენებლო ობიექტებს. ქართველები მიდიან. დაიწყება ქართველების რუსებით ჩანაცვლება... ამას დიდი ვარსკვლავთმრიცხველობა და წინასწარმეტყველება არ ჭირდება, გარანტიას გაძლევთ, ეგრე მოხდება. დროა ამაზე დავიწყოთ ფიქრი“,
- წერს როსტომაშვილი.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
თეგები: #economy #georgia
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები