ბოლნისის მუნიციპალიტეტი სტუდენტებს 2022-2023 სასწავლო წელსაც დააფინანსებს
ბოლნისის მუნიციპალიტეტი სტუდენტებს 2022-2023 სასწავლო წელსაც დააფინანსებს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების დაფინანსების მიზნით, საბუთების მიღება დაიწყო.

დოკუმენტაცია სტუდენტმა უნდა წარდსგინოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მოქალაქეთა მომსახურების განყოფილებაში. ფულადი დახმარების პროგრამაში, კატეგორიების მიხედვით, სტუდენტი ჩაერთვება დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემდგომ.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იყოს ორიგინალი სახით, ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ მიიღება.

მუნიციპალიტეტი სტუდენტურ სტიპენდიას გასცემს შემდეგ კატეგორიებზე:

1.ობოლი სტუდენტები და სტუდენტები მარჩენალდაკარგული ოჯახებიდან, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში.
  1. პირადობის მოწმობის ასლი;
  2. ცნობა სასწავლებლიდან;
  3. გარდაცვალების მოწმობა;
  4. პირადი ანგარიში ბანკიდან;
  5. დაბადების მოწმობის ასლი;
2. სტუდენტები იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან , რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
  1. პირადობის მოწმობის ასლი;
  2. დევნილის მოწმობა;
  3. ცნობა სასწავლებლიდან;
  4. პირადი ანგარიში ბანკიდან;
  5. დაბადების მოწმობის ასლი.
3. სტუდენტები სოციალურად დაუცველი (0-დან 100 000 ქულამდე) ოჯახებიდან, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
  1. პირადობის მოწმობის ასლი;
  2. სოციალურად დაუცველის მოწმობა (0-დან 100 000 ქულამდე);
  3. ცნობა სასწავლებლიდან;
  4. პირადი ანგარიში ბანკიდან;
  5. დაბადების მოწმობის ასლი.
4. სტუდენტები მრავალშვილიანი ოჯახებიდან (სამი და მეტი შვილი), რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
  1. პირადობის მოწმობის ასლი;
  2. დაბადების მოწმობის ასლები (ყველა დედმამიშვილის);
  3. პირადი ანგარიში ბანკიდან;
  4. ცნობა სასწავლებლიდან;
5.სტუდენტები ოჯახებიდან, რომელშიც ორი ან მეტი სტუდენტია და სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
  1. პირადობის მოწმობის ასლი;
  2. დაბადების მოწმობის ასლი;
  3. პირადი ანგარიში ბანკიდან;
  4. ცნობა სასწავლებლიდან;
6.წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
  1. პირადობის მოწმობის ასლი;
  2. დაბადების მოწმობის ასლი;
  3. პირადი ანგარიში ბანკიდან;
  4. ცნობა სასწავლებლიდან;
  5. ამონაწერი ქულების შესახებ (81-დან 90-ის ჩათვლით 50 ლარი);
7. წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
  1. პირადობის მოწმობის ასლი;
  2. დაბადების მოწმობის ასლი;
  3. პირადი ანგარიში ბანკიდან;
  4. ცნობა სასწავლებლიდან;
  5. ამონაწერი ქულების შესახებ (91-დან 100-ის ჩათვლით 100 ლარი).
8. შშმ. სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
  1. პირადობის მოწმობის ასლი;
  2. დაბადების მოწმობის ასლი;
  3. პირადი ანგარიში ბანკიდან;
  4. ცნობა სასწავლებლიდან;
  5. შშმ სტატუსი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ სასწავლებლიდან ცნობა გაცემული უნდა იყოს სწავლის დაწყების შემდგომ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება.

სტუდენტური სტიპენდიები გაიცემა 1 ოქტომბრიდან 1 მარტამდე და 1 მარტიდან 31 ივლისის ჩათვლით.

წყარო: tv4.ge
Print ელ. ფოსტა
თეგები: #bolnisi #georgia #tehsil
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები