ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში
"სადახლო-საავტომობილო“,
სომხეთის რესპუბლიკიდან მომავალი, გაყინული თევზით დატვირთული
ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.
როგორც შემოსავლების სამსახურის განცხადებაში წერია, საბაჟო
დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული
კონტროლის სამმართველოს ვეტერინარების მიერ სასაზღვრო-საკარანტინო
კონტროლის პროცედურების განხორციელებისას ტვირთზე გამოვლენილი იქნა
ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის ფაქტი.
საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი
(2004 კილოგრამი გაყინული თევზი) უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში
გაბრუნებას დაექვემდებარა.