2025 წლისთვის საქართველოს მთავრობა ქვეყანაში თითქმის 11 მლნ
საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტს ელის.
ეს მაჩვენებელი 2019 წელს 9.4 მლნ იყო, ხოლო 2022 წლისთვის მათმა
რიცხვმა 5 მლნ-ს უნდა მიაღწიოს.
რაც შეეხება საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულ ვიზიტებს,
მთავრობის მოლოდინით, 2025 წელს მათი რიცხვი 7.6 მლნ იქნება, რაც
მცირედით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე, როცა ქვეყანაში ამ ტიპის
ვიზიტებმა 7.7 მლნ-ს გადააჭარბა.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული ტურიზმის სტრატეგიის
თანახმად, 2025 წლისთვის ქვეყანა ტურიზმიდან 5.2 მილიარდი დოლარის
შემოსავალს მიიღებს. პანდემიამდელ 2019 წელს ქვეყანამ საერთაშორისო
ტურიზმიდან 3.2 მილიარდი დოლარი მიიღო.
ქვეყნის ხელისუფლება ფიქრობს, რომ 2025 წლისთვის ქვეყანაში საჰაერო
გზით შემომსვლელი ვიზიტორების პროცენტული წილი 60%-მდე გაზრდება.
გასულ წელს ეს მაჩვენებელი 51% იყო. 2025 წლის პროგნოზითვე, ვიზიტორის
საშუალო დანახარჯი 490 დოლარი იქნება [2019 წელს ეს მაჩვენებელი 349
დოლარი იყო], ვიზიტების საშუალო ხანგრძლივობა კი 5 ღამემდე
გაგრძელდება.