თბილისში, სასტუმროში, მოქალაქემ ხელყუმბარა ააფეთქა
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, მოქალაქემ ხელყუმბარა ააფეთქა.

შსს-ის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით დაიწყო, რაც
აფეთქებას გულისხმობს.

აფეთქების შედეგად დაშავდა მოქალაქე, რომელმაც ხელყუმბარა ააფეთქა და ის კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, აფეთქება არ უკავშირდება ტერორისტულ აქტს.

შემთხვევა დღეს, 28 ოქტომბერს გამთენიისას მოხდა.


წყარო: ნეტგაზეთი



Print