საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის
პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი
გაიმართა.
მათ საუბრისას საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის დღის წესრიგის
სხვადასხვა საკითხი განიხილეს.
„გარდა ამისა, სომხეთის პრემიერმა ღარიბაშვილს მიაწოდა ინფორმაცია 31
ოქტომბერს, სოჭში გამართული სამმხრივი შეხვედრის შედეგების შესახებ,
რომელსაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერები
ესწრებოდნენ”. – ვკითხულობთ საქართველოს მთავრობის
გავრცელებულ განცხადებაში.