2022 წლის 14 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ანტიკორუფციული სააგენტოს
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სოფელ მერიაში
ოზურგეთის მერის წარმომადგენელი გ. კ. დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ 10 კუბური მეტრი სამერქნე მასალის
ადგილწარმოშობის ყალბი ცნობის გაცემის სანაცვლოდ, გ. კ-მ მოქალაქეს
ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი.
გამოძიება მიმდინარეობს ქრთამის აღების ფაქტზე, დანაშაული
გათვალისწინებული
საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით,
რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9
წლამდე ვადით.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ანტიკორუფციული სააგენტო.