კობახიძე:„ნაცმოძრაობამ“ უნდა გააგრძელოს დასუსტება და ჩვენ ამ პროცესს ხელს შევუწყობთ
ირაკლი კობახიძის თქმით, დეპოლარიზაციის კუთხით მთავარი გასაღები „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტებაში მდგომარეობს და მთავარია, ეს პარტია სუსტი იყოს, რათა ქვეყნისა და პოლიტიკური სისტემის დაზიანების რესურსი არ ჰქონდეს. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

„ისინი მაგალითად, გვპირდებოდნენ იგივე ცხელ შემოდგომას, მაგრამ მიილია შემოდგომა და მაინცდამაინც დიდი სითბოც კი არ ჩანდა პოლიტიკური კუთხით.

„ნაცმოძრაობა“
რაც უფრო სუსტია ხოლმე, მით უფრო მეტი სიმშვიდეა, თუ დააკვირდებით. დეპოლარიზაციის მთავარი გასაღები მდგომარეობს სწორედ ამაში, რომ „ნაცმოძრაობამ“ უნდა გააგრძელოს დასუსტება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს ხელს შევუწყობთ.

სწორედ ამან უნდა მიგვიყვანოს საბოლოოდ დეპოლარიზაციამდე, თორემ ვაშაძის, ხაბეიშვილის, ჯაფარიძის და ხოშტარიას იმედზე ვერ ვიქნებით, ბუნებრივია“,
– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1