„ადამიანები ვალების გადახდისთვის ბანკებს მიმართავენ“ - გამოკითხვა მარნეულში
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით ქვეყანაში 574 700 მოქალაქე ერთი თვეა რაც ბანკებში კრედიტებს ვერ იხდის. მარნეულშიც, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, კრედიტით მოსარგებლე მოქალაქეთა რიცხვი პატარა არაა. ადამიანები სხვადასხვა საჭიროებებისთვის ან სამეურნეო სამშაობისთვის ბანკებს მიმართავენ და კრედტებს იღებენ.

აქვთ თუ არა მარნეულელებს კრედიტის დროულად გადახდის შესაძლებლობა და რა მიზნით მიმართავენ ისინი ბანკებს - აღნიშნულ საკითხებზე გამოკითხვა ჩავატარეთ. ჩვენთან საუბრისას მოსახლეობა აცხადებს, რომ იმ ადამიანების უმეტესობა, ვინც კრედიტს იღებს უმუშევარია. ისინი ფიქრობენ, რომ ადამიანები ბანკებს სხვა ველბის დასაფარად მიმართავენ. სამშაო ადგილის არარსებობის გამო რთულია კრეტიდის გადახდა, შემდეგ კი დამატებითი პროცენტის გადახდა უწევთ.

„სამუშაო ადილი, ხელფასი არ გვაქვს. მაგიტომ უმეტესობა კრეტიდს ვერ იხდის. რაც მოგყვავს მიწაზე ისიც იაფია. ბაზარში 5 ყუთი პომიდორი მიგაქვს და 10 ლარს ფულს სთხოვენ“.

„ქვეყანაში სრულიად უმუშევრობაა, ახალგაზრდების უმეტესობა ქვეყნიდან გასულია. უმუშევრობაა. უმეტესობა კრედიტს იღებს ვალების გამო. ბანკიდან იღებენ ვალს უბრუნებენ, დიდი თანხას. 3000-5000 ვინც იღებს ყველა ვალისთვის აკეთებს ამას. ვალს ვალით აბრუნებენ. ესეც უმშევრობის გამოა. ამ წუთას საქართველოს ნახევარი ბანკებით მუშაობს. ქვეყანაში სამუშაო ადგილები არაა, აქედან-იქიდან შოულობენ, მაგრამ არ ყოფნის, ისევ ბანკში მიდიან“.

„უმუშევრობა მაღალ დონეზეა. ყველას უნდა ოჯახის რჩენა. საზღვარგარეთ ვინც არ მიდის და თავის ქვეყენში ცდილობს ოჯახი არჩინოს ისინი მიდიან კრედიტს იღებენ, მერე კი იცვლება პიორბები. დროის გასვის შემდეგ კი ამატებენ თანხას. ყველას უნდა მუშაობა. ძლიერი რომ იყოს, ამ შენობებიდან ბინა იყიდოს. ამბობს წავალ კრედიტს ავიღებ. არავის სიტყვას არ უსმენენ, რაც უნდათ იმას აკეთებენ“.


აღსანშნავია, რომ ეროვნული ბანკის ინფორმაციით ვადაგასული კრედიტებიდან 312 900 მოქალაქეს ბანკებში, 93 900 ადამიანს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, 280 900 მოქალაქეს ლომბარდებში, 6900 ადამიანს კი ლიზინგ ორგანიზაციებში აქვთ ვალდებულება.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ნოემბერში საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე 600 000 მეტი მოქალაქე 570 მილიონ დოლარის ოდენობის კრეტიდის გადახდისაგან გაათავისუფლა. 

Print ელ. ფოსტა
თეგები: bank Borc kredit Marneuli pul
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები