თენგიზ წულაძე - მიხეილ სააკაშვილი 116 კილოგრამით შემოვიდა და ამ წუთში 73.6-ია - კახექსია და წონაში მნიშვნელოვანი კლება სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია
მიხეილ სააკაშვილი 116 კილოგრამით შემოვიდა და 73.6 ავწონეთ ამ წუთში, კლება ძალიან სერიოზულია, - ამის შესახებ სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრმა, თენგიზ წულაძემ „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, კახექსია და წონაში მნიშვნელოვანი კლება სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია.

"შემოვიდა 116 კილოგრამით, 73.6 ავწონეთ ამ წუთში ჩვენ. კლება ძალიან სერიოზულია. შეიძლება ეს ცალსახად მძიმედ შეფასდეს მისი მდგომარეობა. რა თქმა უნდა კახექსია და წონაში მნიშვნელოვანი კლება სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია. ერთ-ერთი კარგი კლინიკაა და კოლეგები ყველაფერს აკეთებენ. ფაქტები მეტყველებს, რომ მიუხედავად ამისა, პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში უარესდება“,
- აღნიშნავს თენგიზ წულაძე.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები