ცნობილი გახდა უკრაინაში დაღუპული ხუთი ქართველი მებრძოლის ვინაობა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს უკრაინაში, ბახმუტთან ბრძოლაში, ხუთი ქართველი მებრძოლის დაღუპვას.

რადიო თავისუფლებას უწებაში უთხრეს, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩომაც დაადასტურა საქარველოს ხუთი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი.

ცნობილი გახდა დაღუპული ქართველი მებროლების ვინაობაც. ესენი არიან:

  • ავთო რურუა;
  • რომეო ფირჩახია;
  • როლანდ კვარაცხელია;
  • ბადრი მარკელია;
  • მერაბ ალადაშვილი.

ქართული რაზმის წევრები "კადიროველთა" თავდასხმას ემსხვერპლნენ ბახმუტთან.

რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში. უკრაინის მხარეს უკრაინაში მცხოვრები თუ საქართველოდან წასული 1500-მდე ქართველი მებრძოლი იბრძვის. პირველი ინფორმაცია ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ 18 მარტს გავრცელდა. ბოლო, 28-ე ქართველი მებრძოლი, უკრაინაში პირველ დეკემბერს დაიღუპა.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები