აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინაში ბრძოლები ზამთრის პერიოდში შენელდება
უკრაინაში ბრძოლები ნელდება და ეს სავარაუდოდ გაგრძელდება ზამთრის მომავალ თვეებში, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ავრილ ჰეინსმა განაცხადა.

ამერიკული სპეცსამსახურის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინაც და რუსი სამხედროებიც ზამთრის შემდეგ კონტრშეტევისთვის მოემზადებიან.

ჰეინსის განცხადებით, აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ამ ეტაპზე არ აქვს სრული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა სახის გამოწვევები აქვთ მის სამხედროებს.

„რამდენადაც ჩვენ ვუყურებთ კონფლიქტის ტრაექტორიას, რომელიც გადის მომდევნო რამდენიმე თვეზე, გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ უკვე ვხედავთ კონფლიქტის ერთგვარ შემცირებულ ტემპს. ბრძოლების უმეტესობა ახლა ბახმუტისა და დონეცკის მიდამოებშია და ერთგვარად შენელდა რუსეთის გასვლის შემდეგ დასავლეთ ხერსონის ტერიტორიიდან მდინარის აღმოსავლეთით. და ჩვენ ველით, რომ ეს იქნება ის, რასაც დავინახავთ უახლოეს თვეებში. და როგორც კი ზამთარს გადალახავთ, ჩნდება კითხვა, როგორი იქნება პოტენციურად კონტრშეტევა გაზაფხულზე, მარტში და იმ ტერიტორიაზე? და ჩვენ ველით, რომ ორივე მხარე იქნება ისეთ სიტუაციაში, როდესაც ისინი შეეცდებიან ხელახლა მომარაგებას, გარკვეული გაგებით აღდგენას ისე, რომ ისინი მზად იყვნენ ამ კონტრშეტევისთვის. მაგრამ ჩვენ რეალურად საკმაოდ დიდი სკეპტიციზმი გვაქვს იმის თაობაზე, მზად იქნებიან თუ არა რუსები ამის გასაკეთებლად. მე უფრო ოპტიმისტურად ვფიქრობ უკრაინელების მიმართ“, –
განაცხადა ავრილ ჰეინსმა.

წყარო: პირველი არხი

Print