მარნეულის საკრბეულომ საახალწლო ღონისძიებებისთვსი 140 000 ლარის გამოყოფას დაუჭირა მხარი
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა საახალწლო ღონისძიების გასამართად 140 000 ლარის გამოყოფას. დღეს, 5 დეკემბერს, მარნეულის საკრებულოს სხდომაზე 2022 წლის ბიუჯეტში შესული ცვლილებები განიხილეს. ერთ-ერთი ცვლილება ეხება კულტურული ღონისძიებებისათვის ბიუჯეტის თანხის გაზრდას.
როგორც სხდომაზე მარნეულის მერიის საფინასნო-საბიუჯეტო სამსახურის მუფროსის მოვალეობის შემსურლებელმა მაია ნავერიანმა განაცხადა, მარნეულში საახალწლო ღონისძიების გამართვა 30 დეკემბერსაა დაგეგმილი.

„140 000 ლარით გაიზარდა კულურული სფეროს ღონისძიებების დაფინანსება. აქ იგულისხმება საახალწლო ღონისძიება, რომელიც ჩატარდება 30 დეკემბერს. საახალწლო ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საბავშვო-გასართობი სივრცეები, საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები და განთავსდება საახალწლო სახლები. სხვადასხვა ადგილას განთავსდება ფოტოგადასაღები ზონები და საახალწლო ინსტალაციები. მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებს თოვლის ბაბუა გადასცემს საჩუქრებს, ტკბილეულს. საღამოს საათებში გაიმართება კონცერტები. საახალწლო ღონისძიებები დასრულდება ფეიერვერკებით“. - განაცხადა მაია ნავერიანმა

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 2023 წლის დადგომასთან დაკავშირებით რამდენიმე ტენდერი უკვე გამოაცხადა. გამოცხადებული სამი ტენდერის მიხედვით, ახალი წლისთვის ადგილობრივმა თვთმმართველობამ 360 650 ლარი გამოყო 199 900 ლარად ქალაქის განათებას, 65 600 ლარად ხელოვნური ნაძვის ხის ყიდვას, ხოლო 85 150 ლარად ღონისძიების გამართვას გეგმავენ. 2023 წლის დადგომასთან დაკავშირებული საშობაო-საახალწლო ნაძვის ხის ანთების სადღესასწაულო ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვის ტენდერი მუნიციპალიტეტმა 22 დეკემბერს გამოაცხადა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები