ძველი ინვენტარის ჩამოსაწერად მერია კომისიას ქმნის
მარნეულის მერიაში ინვენტარის ჩამოსაწერად სპეციალური კომისია შეიქმნება. საუბარია მარნეულის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ტექნიკის ჩამოწერაზე.

აღნიშნული საკითხი დასამტკიცებლად 5 დეკემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მერიის თანამშრომელმა, ბექა გავაშელმა გამოიტანა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში ინვენტარიზაციის და ჩამოწერის კომისია შეიქმნება.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ნავერიანმა განმარტა, რომ უკვე აქვთ სია, რომლითაც ჩამოწერის პროცესში იხელმძღვანელებენ. 

„ახლი ინვენტარიზიაცია ახლა დაიწყო. უკვე ვიცით რა არის ჩამოსაწერი. არის ამორტიზებული ლეპტოპები, კომპიუტერები, რომლებიც უკვე არ ექვემდებარება შეკეთებას. სია გვაქვს, ჩამონათვალი არსებობს, ხოლო როგორი ფორმით მოხდება ჩამოწერა, მაგის კომისია შეიქმნება და მოხდება ჩამოწერა“

აღნიშნულ საკითხზე დეპუტატებმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს. საკრებულოს სხდომაზე სულ 4 საკითხი განიხილეს. მათ შორის საახალწლო ღონისძიების გასამართად 140 000 ლარის გამოყოფას და სოციალურ საკითხებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები