ბანკების მიერ გაცემული სესხების 22% ბიზნესზე მოდის - როგორია სხვა პროდუქტების დაკრედიტება
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების 22% ბიზნეს კრედიტებზე მოდის. კერძოდ, საქართველოს საბანკო სექტორის მიერ გასული წლის დეკემბერში ჯამში 5.325 მლრდ ლარის ბიზნეს სესხი გაიცა, საიდანაც ლარში გაცემულ კრედიტებზე 3.286 მლრდ მოდის, უცხოურ ვალუტაში კი 2.038 მლრდ.

ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის დეკემბერში ჯამში კომერციულმა ბანკებმა შინამეურნეობებზე 24.236 მლრდ ლარის სესხი გასცეს, აქედან ეროვნულ ვალუტაში - 16.948 მლრდ ლარი, უცხოურ ვალუტაში კი 7.288 მლრდ.

რაც შეეხება კონკრეტულად საბანკო პროდუქტებს, საფინანსო ინსტიტუტების მიერ დეკემბერში მცირე და საშუალო ბიზნესზე ეროვნულ ვალუტაში გაიცა 2.748 მლრდ ლარის სესხი, უცხოურ ვალუტაში - 1.168 მლრდ. ამასთან, დეკემბერში ლარში გაიცა 538.5 მლნ ბიზნეს–სესხი (გარდა მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხისა), უცხოურ ვალუტაში კი 870.7 მლნ-ს.

რაც შეეხება სხვა საბანკო პროდუქტებს, ასე გამოიყურება:

სამომხმარებლო სესხი - ლარში 6.8 მლრდ; უცხოურ ვალუტაში - 889,304 მლნ.

უძრავი ქონების შესაძენად და რემონტისთვის გაცემული სესხი - ლარში 5.3 მლრდ; უცხოურ ვალუტაში - 4.2 მლრდ

ავტო სესხი - ლარში 133.7 მლნ; უცხოურ ვალუტაში 88.6 მლნ;

სალომბარდე სესხი - ლარში 308.3 მლნ; ეროვნულ ვალუტაში 1,9 მლნ;

რაც შეეხება „სხვა სესხებს“ ეროვნულ ვალუტაში საბანკო სექტორმა 999,6 მლნ ლარის სესხი გასცა. უცხოურ ვალუტაში კი, 35.4 მლნ ლარის სესხი კერძო სექტორისთვის.

წყარო: BPN
Print