ილჰამ ალიევი - სომხეთის უსაფუძვლო პრეტენზიები ლაჩინი-ხანკენდის გზის სავარაუდო ჩაკეტვის შესახებ, აბსოლუტურად მცდარი და აბსურდულია
სომხეთის უსაფუძვლო პრეტენზიები ლაჩინი-ხანკენდის გზის სავარაუდო ჩაკეტვის შესახებ, აბსოლუტურად მცდარი და აბსურდულია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანში საფრანგეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ან ბუაიონთან შეხვედრისას განაცხადა.

ალიევის თქმით, „სამოქალაქო ტვირთებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია რუსი სამშვიდობოებისა და „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით“.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, 12 დეკემბრიდან დერეფანში ორივე მიმართულებით 1 000-მდე სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა. როგორც მედია წერს, ილჰამ ალიევმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის ტერიტორიებზე მინერალური საბადოების უკანონო ექსპლუატაციის შეჩერების მნიშვნელობას, სადაც დროებით რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები