აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ავღანეთში 6,4 მაგნიტუდის
სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მათივე ცნობით, სტიქიიის ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით
მდებარე რეგიონში დაფიქსირდა.
„სიენენის“ ინფორმაციით, მიწისძვრა ასევე იგრძნობოდა ავღანეთის
მეზობელ პაკისტანში. მედიის ცნობით, ძლიერი ბიძგები იყო პაკისტანის
დედაქალაქ ისლამაბადში.