მარნეულში სოფელ სადახლოში შიდა გზებს დააგებენ.
I და II უბანის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვისათვის
ადგილობრივმა თვითმმართველობამ 526 863 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სამუშაობი რამდენიმე ეტაპს მოიცავს.
მათ შორისაა:
- ტრასის აღდგენა და
დამაგრება
- არსებული ჭების
მოყვანა საპროექტო ნიშნულამდე (ახალი რკინაბეტონის ფილების
მოწყობა)
- გრუნტის დამუშავება
მილისა და სათავისების მოსაწყობად
- ლითონის მილის
შეძენა-მონტაჟი
- ხრეშოვანი სავალი
ნაწილის ზედა ფენის მოხსნა ბულდოზერით
- გრუნტის დატვირთვა
ექსკავატორით
- შემასწორებელი ფენის
მოწყობა ქვიშახრეშოვანი ნარევით
ტენდერში მონაწილეობა მსურველ პრეტენდენტებს 15- 20 აპრილის პერიოდში
შეუძლიათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები მარნეულის მერიას
ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში ჩააბაროს.
თანხას მარნეულის მერია 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით
აფინანსებს.