სასტუმრო „ამბასადორში" ხანძარი ლოკალიზებულია
თბილისში, შავთელის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ამბასადორში" გაჩნილი ხანძრის ლოკალიზების შესახებ იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრი. როგორც მათ რადიო თავისუფლებას უთხრეს, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელიც აღნიშნავს, რომ ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს. „მეხანძრე-მაშველები ხანძრის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი გაჩნდა 4-სართულიანი შენობის მესამე და მეოთხე სართულებზე. ამ ეტაპზე ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე ასევე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, რომლებიც პერიმეტრს იცავენ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print