„ფაბრიკასთან“ პოლიციაა მობილიზებული
თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე, „ფაბრიკასთან“ პოლიციაა მობილიზებული. პირველადი ინფორმაციით, პოლიციის მობილიზება 112-ში შესულ შეტყობინებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, შენობაში შესაძლოა ასაფეთქებელი ნივთიერება იყოს.

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, „ფაბრიკის“ სივრცეში მომუშავე დაწესებულებების თანამშრომლებსა და მომხმარებლებს ტერიტორია დაატოვებინეს.

„ნეტგაზეთი“ დამატებითი დეტალების გარკვევას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

წყარო: ნეტგაზეთი
Print