მარნეულში ხახვის ფასმა იკლო

ბოლო დღეებში ხახვზე ფასმა საგრძნობლად იმატა.

თბილისის მაღაზიებში ფასი 6 ლარიდან რვა ლარამდე მერყეობდა. მარნეულის ბაზარში კი ძველ ხახვზე ფასი 5 ლარი იყო.

მარნეულის ბაზარში დღეის მდგომარეობით 2,5 ლარიდან - 3 ლარამდეა ხახვის ფასი.
ბოსტნეულის გამყიდველები გვიყვებიან, რომ ხახვს ხუთ ლარად ჰყიდდნენ. როგორც კი ახალი ხახვი შემოვიდა ამ ბოსტნეულზე ფასმაც იკლო.

ახალ ხახვი შემოვიდა- ფასი 2 ლარია. ძველ ხახვი 3 ლარ ღირს. რეალიზატორებისგან ახალ ხახვს 1,5 ლარად ვყიდულობთ. ძველს კი 2.5 ნახევრად. ახალი ხახვი აზერბაიჯანიდან შემოვიდა“-ამბობს გამყიდველი

ახალი ხახვი იაფია. ძველ ხახვს კი 4 ლარად ვყიდით“ -გვეუბნება კიდევ ერთი გამყიდველი

ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ვახტანგ ბეჟიტაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ ფასის მატების მიზეზად არასათანადოდ განვითარებულ ადგილობრივ წარმოებას ასახელებს. მისივე თქმით, „ჩვენგან განსხვავებით სხვა ქვეყნებს სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგია აქვთ“.

ქვეყანამ მხოლოდ 5,5 ათასი ტონა ხახვი მოიყვანა, რაც 2006 წლიდან მოყოლებული (საქსტატის სტატისტიკის მიხედვით) ყველაზე მცირე რაოდენობაა. ყველაზე დიდი მოცულობით ხახვი საქართველოში 2010 წელს მოვიდა - 19 ათასი ტონა. მას შემდეგ კი წარმოება ფაქტობრივად, ყოველ წელს იკლებს.


 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები