მარნეულის მერიამ "ქვემო ქართლის მედიის" ადმინისტრაციული საჩივარი დააკმაყოფილა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ორგანიზაცია "ქვემო ქართლის მედიის" ადმინისტრაციული საჩივარი დააკმაყოფილა. ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის განხილვაც მარნეულის მერიაში 19 აპრილს შედგა, მერიის მიერ "ქვემო ქართლის მედიისთვის" შიდა აუდიტის დასკვნის არგაცემას შეეხებოდა.


"ქვემო ქართლის მხარემ" მარნეულის მერიიდან გამოითხოვა ოფიციალური ინფორმაცია შიდა აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით, მაგრამ ადგილობრივმა თვითმმართველობამ ორგანიზაციას პასუხი არ გასცა. რის შემდეგაც მედიამ მარნეულის მერიას ადმინისტრაციული საჩივარით მიმართა.

ჩვენ დავუსაბუთეთ და ჩვენი ადვოკატის დახმარებით დავუსაბუთეთ კანონის რომელი მუხლები იყო დარღვეული ჩვენთან მიმართებაში. ასევე, მე ვისაუბრე იმაზე რომ მარნეულის მერიამ პროფესიულ საქმიანობაში შემიშალა ხელი. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას არ გვაქვს ვალდებულება ავუხსნათ რისთვის გვჭირდება ეს ინფორმაცია მე სხდომის წევრებს განვუმარტე, რომ მჭირდებოდა ჟურნალისტური ნამუშევრის შესაქმნელად, შესაბამისად მათი უმოქმედობა, რომელიც გამოიჩინიეს, არის ჩვეულებრივად პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა“. - განაცხადა ორგანიზაცია ქვემო ქართლის მედიის ხელმძღვანელმა მანონ ბოკუჩავამ 19 აპრილს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შემდგომ

მარნეულის მერიამ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოქვეყნების თარიღად 26 აპრილი დაასახელა. "ქვემო ქართლის მედიის" განცხადებით, ორგანიზაცია მარნეულის მერიისაგან შიდა აუდიტის დასკვნას ელის.

"„ქვემო ქართლის მედია“ მარნეულის მერიისგან ელის, საპასუხო წერილით, შიდა აუდიტის ანგარიშებს. იმ შემთხვევაში, თუ თვითმმართველობა რუსთავის და გარდაბნის მერიების მსგავსად არ გაასაჯაროებს მოთხოვნილ ინფორმაციას, ორგანიზაცია მიმართავს სასამართლოს." - აღნიშნულია ირგანიზაციის განცხადებაში


ორგანიზაციის განმარტებით, ისინი მიიჩნევენ, რომ მოქალაქეთა გადახდილი გადასახადებით წარმოებულ ნებისმიერ პროცესზე, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოს, საზოგადოებას სრული უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები