აზერბაიჯანში 10 პირი დააკავეს, რომლებიც საქართველოს საზღვრის კვეთას ცდილობდნენ
აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დააკავეს 10 პირი, რომლებიზ აზერბაიჯანიდან საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას უკანონოდ ცდილობდნენ. შემთხვევა 6 მაისს, საღამოს საათებში მოხდა.

აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სააგენტოს განცხადებით, დაკავებულებს შორის არიან ნეპალის რვა და ინდოეთის ორი მოაქალაქე. საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების არალეგალურად გადაყვანის საქმეზე დაკავებულია აზერბაიჯანის ორი მოქალაქეც. უწყების ცნობით, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები საქმესთან დაკავშირებით გრძელდება.


Print ელ. ფოსტა
თეგები: Azərbaycan Gürcüstan Serhəd
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები