რუსეთიდან პირველ პირდაპირ რეისს 70-მდე მგზავრი მოჰყავს
რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ შესრულებულ პირველ რეისს 70-მდე ადამიანი მოჰყავს.

რუსული ავიაკომპანია "აზიმუტის" ბორტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 13:50 საათზე ელოდებიან.

თვითმფრინავი 100-მდე მგზავრს იტევს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველივე რეისზე ბილეთების 70 პროცენტი გაიყიდა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამ ავიაკომპანიას პირველ რეისზე ბილეთები გაყიდული აქვს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებითაც - საქართველოდან დაახლოებით 50 მგზავრი მიფრინავს.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები