ფრინველის გრიპის გამო მოსკოვში კარანტინი გამოაცხადეს
მოსკოვის რამდენიმე რაიონში ფრინველის გრიპის დაფიქსირების გამო კარანტინი გამოაცხადეს. ინფორმაციას ამის შესახებ gazeta.ru ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, კარანტინის ზონა მოიცავს მოსკოვის 10-ზე მეტ რაიონს, სადაც აიკრძალა როგორც ფრინველის შეყვანა-გამოყვანა, ასევე, ბაზრობების გამართვა.

როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, ჯერჯერობით, დაფიქსირებული არ არის ვირუსის ფრინველიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევები.

როგორც gazeta.ru იტყობინება, ფრინველის გრიპის შემთხვევები 19 აპრილიდან დააფიქსირეს რუსეთის სხვადასხვა ტერიტორიაზე როგორც შინაურ ფრინველებში, ისე — გარეულში.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები