რა განსხვავებაა ავტო სესხსა და ავტო ლიზინგს შორის?
ავტომობილი საკმაოდ ძვირადღირებული აქტივია, ამიტომ მისი შეძენის დროს ყოველთვის ვცდილობთ ყველაზე ხელსაყრელი გზა მოვიძიოთ. თუ ერთიანად მოგროვებული თანხა არ გვაქვს, ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არაერთ გზას გვთავაზობენ, რომ დღესვე შევიძინოთ ავტომობილი და არ გადავდოთ საკუთარი მანქანით სიარულის ყოველდღიური კომფორტის შექმნა. ავტომობილის შეძენის ყველაზე გავრცელებული შემოთავაზებებია - ავტო სესხი და ავტო ლიზინგი, თუმცა ხშირად ადამიანებს ეს ორი საკრედიტო პროდუქტი ერთი და იგივე ჰგონიათ. მოდით განვიხილოთ რას გულისხმობს თითოეული და რა არის ძირითადი განსხვავება მათ შორის.

რა არის ავტო სესხი?
ავტო სესხი უზრუნველყოფილი ტიპის სესხია, რომლის აღების პროცედურა ტრადიციული სესხის აღებას ჰგავს - გვიმტკიცდება სესხის მოცულობა კონკრეტული ვადით, უზრუნველყოფაში იდება ჩვენ მიერ შერჩეული შესაძენი ავტომობილი და
ყოველთვიურად ვფარავთ სესხის ძირსა და პროცენტს. ავტო სესხის აღებისას მნიშვნელოვანი ფაქტორი ავტომობილის საკუთრებაა - იგი ფორმდება მსესხებლის სახელზე და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი ვერ შეძლებს აღებული ვალდებულების დაფარვას, ავტომობილი გადავა ბანკის საკუთრებაში გადაუხდელი სესხის სანაცვლოდ.

რა არის ავტო ლიზინგი?
ავტო ლიზინგი, შესაძლოა, ერთი შეხედვით სესხს ჰგავდეს, თუმცა მათ შორის საკმაოდ დიდი ტექნიკური განსხვავებაა.
ეს არის ავტომობილის დაფინანსების ხელსაყრელი გზა, თუმცა ტრადიციული სესხისგან განსხვავებით ლიზინგის დროს ავტომობილს ჩვენ არ ვყიდულობთ, ყიდულობს სალიზინგო კომპანია და ჩვენ ყოველთვიურად ვიხდით ამ მანქანის გამოყენებისა და მართვის ხარჯს.

ავტო ლიზინგი შეიძლება შევადაროთ მანქანის ‘’ქირაობას’’. ლიზინგის გაფორმების პერიოდში ყოველთვიურად ვიხდით მანქანის ტარების/გამოყენების საფასურს და საპროცენტო განაკვეთს. ავტომობილი იურიდიულად არის სალიზინგო კომპანიის საკუთრებაში, ჩვენ გვაქვს აღებული მართვის უფლებით და ვადის გასვლის ბოლოს შეგვიძლია საბოლოოდ
გამოვისყიდოთ იგი.

რა არის ძირითადი განსხვავება ავტო სესხსა და ავტო ლიზინგს შორის?
გამოვყოთ მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომელთა ცოდნა დაგეხმარებათ მარტივად აირჩიოთ ავტომობილის დაფინანსების თქვენზე მორგებული ალტერნატივა:
● ავტო სესხის დროს ავტომობილი თქვენს საკუთრებაშია, ლიზინგის დრო კი -
სალიზინგო კომპანია არის მისი იურიდიული მფლობელი.
თუ სესხის დროს აქტივი თავიდნავე თქვენ გეკუთვნით, ავტო ლიზინგის
შემთხვევაში მანქანა თქვენზე გადმოფორმდება მხოლოდ ხელშეკრულების
ვადის წარმატებულად გასვლის შემდეგ. მანამდე თავისუფლად შეგიძლიათ
მართვა და გამოყენება.
● იმის გამო, რომ მანქანა თქვენს სახელზე არ არის, შესაძლოა დისკომფორტი
შეგექმნათ ავტომობილის პარკირების ყიდვისას, ჯარიმის გადახდისას და სხვ.
● სესხისგან განსხვავებით, ლიზინგის დროს იხდით მხოლოდ ავტომობილის
‘’ქირაობის’’ თანხას და ფინანსურ გადასახადს - საპროცენტო განაკვეთს. ხოლო
სესხის დროს ყოველთვიური შენატანებით იფარება როგორც სესხის ძირი,
ასევე საპროცენტო განაკვეთი.
● ავტო ლიზინგის დროს გაცემული დაფინანსების მოცულობა და ვადა უფრო მეტია, ვიდრე სესხის დროს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები