საშუალოდ 1000-ლარიან შეღავათს მივიღებთ ცვლილებით - რას ითხოვენ ავტოიმპორტიორები?
ავტოიმპორტიორები, რომელთაც ქვეყანაში მანქანები დაშლის მიზნით შემოჰყავთ, ავტომობილის განსხვავებული წესით დაბეგვრას ითხოვენ. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადებით ავტომობილების იმპორტიორთა ასოციაციამ პარლამენტს უკვე მიმართა.

„არსებული პრაქტიკით, იმპორტიორს, რომელიც ავტომობილების ნაწილებზე მუშაობს, უწევს 400-500 ან ზოგან 600 დოლარი გადაიხადოს იმპორტიორ ქვეყანაში, დააშლევინოს ავტომობილი და ისე შემოიტანოს ჩვენს ქვეყანაში. ან უწევთ შემოიყვანონ მთლიანი ავტომობილი, განაბაჟოს ჩვეულებრივ აქციზის გადასახადით, რაც შესაბამის ავტომობილზეა დადგენილი და შემდეგ დაშალოს ნაწილებად.

იმის გამო, რომ დღეის მდგომარეობით, ლოგისტიკური ხარჯები საკმაოდ გაიზარდა და ეს 400-600 დოლარი რთული გადასახდელია, ვთავაზობთ სახელმწიფოს ავტომობილის ჩამოყვანის შემთხვევაში, დეკლარირებისას იმპორტიორმა თავად გადაწყვიტოს, ეს ავტომობილი სჭირდება როგორც ნაწილები, თუ როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალება და ამის შესაბამისად, მოხდეს მისი დეკლარირებაც. ამ ცვლილებით იმპორტიორები საშუალოდ, 1 000-ლარიან შეღავათს მიიღებენ,“
- განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელმა ალექსი ნონიაძემ.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები