მომღერალი თინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
BBC-ის ცნობით, ბოლო წლებში ტერნერს ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა
ჰქონდა, მათ შორის კიბო, ინსულტი და თირკმლის უკმარისობა.
თინა ტერნერმა თავდაპირველად პოპულარობა მოიპოვა ქმართან, აიკთან
ერთად 1960-იან
წლებში შესეულებული სიმღერებით, როგორიცაა Proud Mary
და River Deep, Mountain High. იგი 1978 წელს დაშორდა აიკს და
1980-იან წლებში კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწია, როგორც სოლო
არტისტმა.