„ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი დათმობებისთვის ტერიტორიებს დაგვიბრუნებს, ისტორია არ უსწავლია“ – პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთთან დათმობებზე წასვლა საქართველოს ვერაფერს მოუტანს.

პრეზიდენტმა იკითხა, თუ „როგორ უნდა დაიჯეროს ჩვენი ისტორიის მქონე ერმა“, მოსკოვის პოლიტიკა რუსეთის ინტერესის გარდა რამე სხვაზე შეიძლება იყოს დაფუძნებული. მან აღნიშნა, რომ „არაფერი უსწავლია ისტორიიდან“ მას, ვინც ფიქრობს, რომ დათმობების სანაცვლოდ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს დააბრუნებს.

„ჩვენი ისტორიის მქონე ერმა, როგორ უნდა დაიჯეროს, რომ რუსეთის
პოლიტიკა შეიძლებავინმეს კარგ ან ცუდ საქციელზე, ან რომელიმე განცხადებაზე იყოს დამოკოდებული, ყველაფერზე გარდა საკუთარი ინტერესისა? რა იყო უკრაინაზე დამოკიდებული, როცა რუსეთმა ომი დაიწყო?

ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს ჩვენი დათმობების სანაცვლოდ, მას ჩვენი ისტორიიდან არაფერი უსწავლია. ან კიდევ როგორდავიჯეროთ, რომ ოკუპანტი შეიძლება ჩვენი თანამემამულეების კეთილდღეობაზე ზრუნავდეს? ნუთუ გვავიწყდება, ჩვენს მოქალაქეებს, აფხაზეთში, ცხინვალში, ვინ ავიწროებს და ვინი ტაცებს?“,
– თქვა პრეზიდენტმა.

თავის გამოსვლაში პრეზიდენტი სხვა საკითხებსაც შეეხო. კერძოდ, ეჭვი გამოთქვა რომ სერგეი ლავროვის ნათესავები ყვარელში, ქორწილის გადასახდელად უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ჩამოვიდოდნენ და მორიგ ჯერზე დააფიქსირა უარყოფითი დამოკიდებულება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენისადმი.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები