ტოპ-10 პროდუქტი, რომელიც მაისში ყველაზე მეტად გაძვირდა
2023 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.5 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა მათივე ცნობით, 2023 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.0 პროცენტი შეადგინა.

,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ 10 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომელის 2023 წლის მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:

  • საზამთრო - 49.5%-ით
  • ხახვი - 37.4%-ით
  • ტომატ-პასტა - 27.1%-ით
  • სიმინდის ფქვილი - 25.1%-ით
  • ნამცხვარი - 22.6%-ით
  • კარტოფილი - 19.5%-ით
  • ძროხის ხორცი - 17.7%-ით
  • მდოგვი -16.9%-ით
  • ძროხის ხორცის ფარში - 16.1%-ით
  • ქარხნული რძე - 15.2%-ით

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები