აჭარაში 35 წლის მამაკაცმა 30 წლის ძმა სანადირო თოფიდან გასროლით
მოკლა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა
სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს, დანაშაულის ჩადენის
იარაღი - თოფი კი, ნივთმტკიცებად ამოღებულია.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, 1988 წელს დაბადებული რ.ლ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი
განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე
ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა,
რომ ბრალდებულმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში,
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ძმა - 1993 წელს დაბადებული რ.ლ.
სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე
დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი
ნივთმტკიცებად ამოიღო. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ
მკვლელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
11 პრიმა 109- ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია
შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.