ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში ავტოსაგზაო შემთხვევას
მცირეწლოვანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სადისტრიბუციო
მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 წლამდე ბავშვი გარდაიცალა და
ერთი ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ
დაშავებული სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით ხობის ჰოსპიტალში
გადაიყვანა.
ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.