სპორტული კლუბების "ყარაჯალარის" და "ინამის" სპორტსმენებმა სენაკში ჩატარებულ ტურნირზე 9 მედალი მოიპოვეს
2-4 ივნისს ქალაქ სენაკში ჩატარდა საქართველოს კიკბოქსინგის ჩემპიონატი. ჩემპიონატზე საქართველოს 14 მუნიციპალიტეტიდან 150-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. ბოლნისსა და გარდაბანში მოქმედი სპორტული კლუბის სპორტსმენებმა შეჯიბრზე 9 მედალი მოიპოვეს.

ბოლნისის რაიონის სოფელ ქვემო არქევანში მოქმედი კიკბოქსინგის კლუბ "ინამის" მთავარი მწვრთნელი შაჰინ ბახტიაროვის თქმით, მისი 6 სტუდენტი შეჯიბრში მონაწილეობდა.

"სპორტსმენები ჩემი ხელმძღვანელობით წავიდნენ შეჯიბრზე. რუფატ მამედოვი, მუჰამედ ალმამედოვი და ნურუ კალაევმა პირველი ადგილი დაიკავა. ორხან ნასიბოვი მეორე ადგილზე გავიდა. სენან სალაჰლი და ოთარ ფირიევი კი მესამე ადგილზე გავიდნენ. ჩვენი მიზანია ახალგაზრდები დავაშოროთ მავნე ჩვევებისაგან. გვინდა ისინი მივიზიდოთ ჯანსაღი ცხოვრებისაკენ" - აცხადებს შაჰინ ბახტიაროვი.

ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს სპორტული კლუბი ყარაჯალარის სამივე სპოეტსმენმა. გარდაბნელი მწვრთნელის ისფაჰან ალიევის თქმით, ასეთი შეჯიბრების ჩატარების ძირითადი მიზანი რეგიონში სპორტის განვითარებაა.

"ჩვენი სპორტული კლუბიდან 3 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. მათგან ალი ყურბანოვი და ოსმან ოსმანოვი პორველ ადგილზე გავიდნენ. იუნის ჰაჯიევი მეორე ასგილზე გავიდა. ძირითადი მიზანი გვაქვს ახალგაზრდების მხარდაჭერა" - ისფაჰან ალიევი აცხადებს.

სხვადასხვა ასაკის კატეგორიებზე გამარჯვებულ სპორტსმენებს სერტიფიკატები, მედალი და თასი გადაეცათ.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები