სტიქია კახეთში - მოგლეჯილი ხეები სატვირთო მანქანებს დაეცა
ძლიერმა წვიმამ და ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, ე.წ ტირ პარკთან, რიგში მდგომ სატვირთო მანქანებს მოგლეჯილი ხეები დაეცა.

თავის მხრივ, სატვირთო მანქანები დატვირთულია მსუბუქი ავტომობილებით, რომლებიც საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გადააქვთ.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ხეები დაეცა სულ მცირე სამ სატვირთოს. თითო მათგანზე 6 მსუბუქი ავტომობილია.

მოგლეჯილმა ხეებმა დროებით შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლაც. მუნიციპალურმა სამსახურმა გზა ხეებისგან უკვე გაათავისუფლა. ქარმა ხეები მოგლიჯა მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც. დაზიანებულია ელექტროენერგიის სადენები. მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. რადიო თავისუფლებამ ლაგოდეხის მერიასთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერ შეძლო.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები