სოჭსა და გაგრას შორის მუშაობა დაიწყო ჩქაროსნულმა მატარებელმა
აფხაზური მედიის ცნობით, სოჭსა და გაგრას შორის მუშაობა დაიწყო ჩქაროსნულმა მატარებელმა, სახელწოდებით “ლასტოჩკა” [“მერცხალი”], რომელმაც პირველი რეისი დღეს, 8 ივნისს შეასრულა. მატარებელი რეისებს ყოველდღე შეასრულებს.

როგორც აფხაზური მედია წერს, რუსეთიდან მატარებლით ჩამოსულ პირველ მგზავრებს რკინიგზის სადგურში აფხაზური ტრადიციული ცეკვებით დახვდნენ და აფხაზური ღვინით გაუმასპინძლდნენ.

აფხაზური მხარის ოფიციალური ცნობითვე, აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოები დასრულებულია.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები