სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი აპლიკანტთა 76%-მა წარმატებით გაიარა
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დასრულდა საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი, რომელიც აპლიკანტთა 76%-მა წარმატებით გაიარა.

დირექტორობის მსურველებს შეუძლიათ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე იხილონ მინისტრის ბრძანება და გადაამოწმონ მიღებული შედეგები.

შედეგების გასაცნობად პირმა უნდა გამოიყენოს
საჯარო სკოლის დირექტორობის სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციის დროს მისთვის მინიჭებული უნიკალური კოდი.

ქვეყანაში 2086 საჯარო სკოლიდან დღესდღეობით 9 სკოლას ჰყავს დირექტორი, 2077 საჯარო სკოლას კი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობს.

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები