I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 13.7%-ით შემცირდა — საქსტატი
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის I კვარტალში 496.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 13.7%-ით ნაკლებია, ხოლო 2022 წლის IV კვარტლის მონაცემებს 53.3%-ით აღემატება.


პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა 2006-2023 წწ. წყარო: საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის
მონაცემებთან შედარებით 17%-ით გაიზარდა და 300.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60.5%-ია. რეინვესტიციამ 189.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისი წილი 38.2%-ით განისაზღვრა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, პირველ ადგილზეა ნიდერლანდები 239.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 48.2%-ს შეადგენს, მეორე ადგილზეა — იაპონია (63.2 მლნ აშშ დოლარი), მესამეზე — აშშ 54.7 მილიონი დოლარით, მეოთხე და მეხუთე ადგილებს თურქეთი და რუსეთი ინაწილებინენ.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში განხორციელდა და 226.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 45.6%-ია. მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობის სექტორი 90.7 მლნ დოლარით, ხოლო მესამეზე ტრანსპორტის სექტორია (43.3 მლნ).


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები